ირანის პრეზიდენტსა და საგარეო მინისტრს საფრთხე ემუქრებათ. ინფორმაცია, რომელიც კატასტროფის ადგილიდან მოდის შემაშფოთებელია - Reuters

19 მაისი 2024, 21:04 481 ნახვა

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის საზღვრიდან დაბრუნებისას, მთის რელიეფის გადაკვეთის დროს ჩამოვარდა, - ამის შესახებ, ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-სთან ისაუბრა.

წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ საფრთხე ემუქრებათ.

”ჩვენ, ჯერ კიდევ, იმედი გვაქვს, მაგრამ, ინფორმაცია, რომელიც მოდის კატასტროფის ადგილიდან, ძალიან შემაშფოთებელია”, - აღნიშნა ანონიმურმა წყარომ მედიასთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი