რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული. აღნიშნულ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
როგორც გაერო-ში აცხადებენ, ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე, ღაზის სამხრეთ ნაწილში 800 000 პალესტინელი იძულებული გახდა, რაფაჰიდან გაქცეულიყო.
„800 000 ადამიანი გზაშია და იძულებული გახდა, გაქცეულიყო, მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა 6 მაისს რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ყოველ ჯერზე ისინი იძულებული არიან, დატოვონ რამდენიმე ნივთი, რაც მათ აქვთ: ლეიბები, კარვები, სამზარეულოს ჭურჭელი და ძირითადი მარაგი, რომელსაც ვერ ატარებენ ან ვერ გადაიხდიან მათი ტრანსპორტირების საფასურს“, – განაცხადა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ.
ლაზარინის თქმით, ხალხი გარბის ისეთ ადგილებში, სადაც არ არის წყალმომარაგება ან ადეკვატური სანიტარული პირობები.