ქალაქ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 პალესტინელი დაიღუპა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჰამასის“ მიერ მართული მედიის ცნობით, ისრაელმა ქალაქ რაჰაფში სამ საცხოვრებელ სახლს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა 15, ხოლო დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალებს შემთხვევის შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.