ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები- ამ საკითხზე იმსჯელა დღეს ბათუმში განთავსებისა და კვების ობიექტების და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა. საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის განვითარების კუთხით განსახორციელებელ პროექტებს.