ლიბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა

13 სექტემბერი 2023, 10:13 772 ნახვა

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

წყალდიდობამ კაშხლები, შენობები დაანგრია და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი გაანადგურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ დერნას მიადგა, სადაც 6 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი