შავი ზღვის დაბინძურებისთვის ფოთის სასამართლომ ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემს 65-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა

16 მარტი 2023, 10:04 490 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობშემცველი წყლებით დააბინძურა.

"ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა"- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში