გიული ალასანია კი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში პროცესები ჭიანურდება და დაკითხვები სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არაფერს იძლევა.
მესამე პრეზიდენტის დედა მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ ჭამს იმის გამო, რომ მოწამლულია.