„როკ-ენდ-როლის დედოფლად“ წოდებული თინა თერნერი

29 მაისი 2023, 12:34 2401 ნახვა

„როკ-ენდ-როლის დედოფლად“ წოდებული თინა თერნერი

2023 წლის 24 მაისს, შვეიცარიაში, ციურიხის გარეუბანში მდებარე საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის უნიკალური არტისტი, „როკ-ენდ-როლის დედოფლად“ წოდებული თინა თერნერი. ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა აღმოაჩნდა: გადაიტანა ინსულტი, ებრძოდა კიბოს და თირკმლის უკმარისობას. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი დრამა მის ცხოვრებაში. კარიერულ აღმასვლას ლაიტმოტივად გასდევდა პირადი ტრაგედიები: 16 წელი თანაცხოვრება ტირანთან, 2 შვილის სიკვდილი… გარდაცვალების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელებში მის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა, ვციტირებ: „საკუთარი მუსიკითა და სიცოცხლისადმი უსაზღვრო ლტოლვით მან მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი მოიპოვა და შთააგონა მომავალი ვარსკვლავები, დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ძვირფას მეგობარს, რომელმაც ფასდაუდებელი საჩუქარი დაგვიტოვა - მისი მუსიკა“ - ნათქვამია ტექსტში. თავად არტისტი კი, მანამდე აცხადებდა: „სიკვდილი ჩემთვის პრობლემა არ არის. სულაც არა ვარ წინააღმდეგი წავიდე“... “FM ფანტაზიების“ სპეციალურ გადაცემაში გიამბობთ ყველაფერს და თვით ყველაზე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც კი, ყველა დროის გენიალურ შემსრულებელზე.