„FM ფანტაზიებში“ ვაგრძელებთ მოგზაურობას ყველა დროის საუკეთესო ლათინურ მუსიკაში

08 მაისი 2023, 14:14 1546 ნახვა

„FM ფანტაზიებში“ ვაგრძელებთ მოგზაურობას ყველა დროის საუკეთესო ლათინურ მუსიკაში

„FM ფანტაზიებში“ ვაგრძელებთ მოგზაურობას ყველა დროის საუკეთესო ლათინურ მუსიკაში, ანუ - სივრცესა და დროში, არგენტინიდან ესპანეთამდე, 20-იანი წლებიდან თანამედროვეობამდე, რადგან, ბუნებრივია ლათინური მუსიკის სრული სპექტრი, გადაცემის პირველ ნაწილში ვერ ამოიწურებოდა. 

შერჩევის კრიტერიუმი ჩემთვის არა მხოლოდ ჰიტები, არამედ, ის სიმღერებიც იყო, რომლებმაც სამყარო შეცვალეს - შექმნეს სხვაობა, არსებითი ზეგავლენა იქონიეს სხვებზე მუსიკალური თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით.

ფაქტია, გადაცემისთვის განკუთვნილი დრო არასაკმარისია, რომ სრულყოფილად მოვიცვათ ლათინური სიმღერების უზარმაზარი სამყარო, რომელშიც  უამრავი კომპოზიცია დღესაც აქტუალურია და მაინც, გეპატიჟებით ერთად მოვუსმინოთ, მოკლე საინფორმაციო შესავლებით, ყველა დროის საუკეთესო ლათინურ მუსიკას.