ვისზე ვისაუბრებ დღეს?! როკ-ოპერა ნაწილი II

18 მარტი 2023, 10:32 2742 ნახვა

ვისზე ვისაუბრებ დღეს?! როკ-ოპერა ნაწილი II

დღევანდელ „FM ფანტაზიებში“ ვაგრძელებთ ჟანრის ისტორიაში ყველაზე ლეგენდარული როკ-ოპერების განხილვას - ეს არის, ძირითადად, კრიტიკოსებისა და მელომანების მოსაზრებების გათვალისწინებით ჩამოყალიბებული ჩემი ხედვა. მაშ ასე: უკვე ვისაუბრე პინკ ფლოიდის საკულტო "კედელზე", The Who-ის სულისშემძვრელ "ტომიზე", ორი ახალგაზრდა ბიჭის ლეგენდარულ ქმნილებაზე, სახელად "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" და სხვა მუსიკალურ საგანძურებზე. ყველა მათგანი კლასიკაა და დარწმუნებული ვარ, მათი სტატუსი მრავალი, მრავალი წელი დარჩება ხელუხებლად... ვისზე ვისაუბრებ დღეს?! ვიდრე ამ თემას შევეხები, შეგახსენებთ, როკ-ოპერა, უპირველეს ყოვლისა, ალბომია. სიუჟეტურად - მუსიკაზე აგებული თხრობის უნიკალური ფორმა, სადაც უკიდურესად არსებითი - ჟღერადობაა. და მხოლოდ ამის შემდეგაა მსოფლიო ტურები, ფილმები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ (რაც, როგორც წესი, ჩანაწერის გლობალური წარმატების შემდეგ მოდის). ამიტომ, გირჩევთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ, არა მხოლოდ ლირიკულ გზავნილს და სიუჟეტს, არამედ ჟღერადობასაც, რადგან ზოგჯერ მას ტექსტზე ბევრად მეტის თქმა შეუძლია...