ავტობიოგრაფიული კომპოზიციები
ცოტას თუ უფიქრია, რომ ჩვენთვის საყვარელი ზოგიერთი სიმღერა რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მათი ტექსტი, როგორც წესი, თავად ავტორის რეალურ განცდასა და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ეფუძნება, რაც ალბათ, ასეთ სიმღერებს განსაკუთრებით მგრძნობელობასა და შინაარსს ანიჭებს. მუსიკის ისტორიაში ავტობიოგრაფიულ სიმღერებს განსაკუთრებული ღირებულება აქვთ, რადგან ისინი რეალური ცხოვრებიდან, ყოფითი ყოველდღიურობიდან, გამოცდილებიდან იბადებიან... ის, გარკვეულწილად შესაძლებლობას გვაძლევს, ახლებურად შევხედოთ ამა თუ იმ მუსიკოსის ცხოვრებას, გავიგოთ დროის მოცემულ მონაკვეთსა თუ მრავალი წლის განმავლობაში, რა აწუხებდა და რა აძლიერებდა სირთულეების დაძლევისას. დღევანდელ „FM ფანტაზიებში“ წარმოგიდგენთ ავტობიოგრაფიული კომპოზიციების ნაკრებს.