საუკეთესო LIVE ალბომები ნაწილი ll

11 მარტი 2023, 12:34 1585 ნახვა

საუკეთესო LIVE ალბომები ნაწილი ll

ყოველგვარი ეფექტებისა და შელამაზების გარეშე – მხოლოდ ცოცხალი შესრულებისას ჩაწერილი ალბომები გვაძლევს საშუალებას, სხვაგვარად შევაფასოთ საყვარელი შემსრულებელი, ღირსეულად დავაფასოთ მისი გენია, ოსტატობა და ვირტუოზობა. ამასთან, უბრალოდ დავტკბეთ მუსიკოსის თანდაყოლილი ქარიზმით, რომელიც ჩვეულებივრ სტუდიის კედლებში იმალება... ჩვენ ვეთაყვანებით უამრავ სოლო-არტისტსა თუ ჯგუფს, რომელთა პოპულარობას უნაკლოდ წარმოებული სტუდიური ჩანაწერები განაპირობებენ. მაგრამ არიან კი ჩვენი რჩეულნი ასეთივე კარგები სცენაზე?! ყველას როდი აქვს საშუალება დაესწროს საყვარელი როკ ვარსკვლავის კონცერტს... მაგრამ ე.წ. "ლაივ ალბომების" ფენომენი დღესაც აქტუალურია. მისი წყალობით, შემოგვრჩა "ცოცხალი მარგალიტების" უზარმაზარი არჩევანი, ნებისმიერი გემოვნებისთვის... დღევანდელ „ფმ ფანტაზიებში“ ვაგრძელებთ საუკეთესოთა შორის, საუკეთესოებზე საუბარსა და მოსმენას...