შეუძლია თუ არა მუსიკას გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე?!

12 ივნისი 2023, 15:21 2360 ნახვა

შეუძლია თუ არა მუსიკას გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე?!

როგორ მოქმედებს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრი ჩვენზე? შეუძლია თუ არა მუსიკას გავლენა მოახდინოს ჩვენს განწყობაზე? „FM ფანტაზიებში“ ვისაუბრებ მტკიცებულებებზე, არგუმენტებზე, საინტერესო ფაქტებზე, რომლებიც შესაძლოა თქვენ სულაც არ იცოდით... ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგიმჩნევიათ, ადამიანები მოწყენილობისას, სევდიან მუსიკას რომ უსმენენ? ხოლო, როცა კარგ ხასიათზე არიან, ძირითადად მხიარულ, საცეკვაო მუსიკას რთავენ... მაგრამ შეუძლია თუ არა მუსიკას გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე?! მეცნიერები უკვე კარგა ხანია იკვლევენ ამ საკმაოდ საინტერესო საკითხს, მე გიამბობთ მათი რამდენიმე დასკვნის შესახებ... ბლუზისა და რეგის მოსმენისას ადამიანები, თურმე ნაკლებად ნერვიულობენ... როკი და კლასიკური მუსიკა თქვენს ჩვეულებრივ განწყობას შესანიშნავად ამაღლებს. ჰევი-მეტალი ყოველთვის აგრესიულად არ განგაწყობთ! თურმე ქანთრი მუსიკა დეპრესიას იწვევს ბროდვეის მუსიკა შთააგონებს... საცეკვაო მუსიკა ენერგიით გმუხტავთ. ერთ-ერთი კვლევის პროცესში, მხიარული თუ სევდიანი მუსიკის მოსმენისას, ადამიანებს საშუალება ჰქონდათ შეერჩიათ შესაბამისი ემოციის გამომხატველი „ბეიჯი“ (ე.წ. ემოჯი). ისინი ირჩევდნენ სევდიან სახეს, როცა შესაბამისი მუსიკა ესმოდათ, მაშინაც კი, როცა ემოჯის შერჩევის პროცესში მათ გულწრფელად და ბედნიერად ეღიმებოდათ... შესაბამისად, დასკვნა - ჩვენი ემოციური მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა არის ის, რაც „შინაგანია“ და არა ის, რაც შესაძლოა გარედან სჩანდეს...