FM ფანტაზიები

22 მაისი 2023, 14:41 1432 ნახვა

FM ფანტაზიები

ლათინური მუსიკა უდავოდ ყველაზე ენერგიულია, ამყოლია, ჩამთრევია. მისი თბილი მოტივები, აქტიური რიტმები - მეტწილად ვნებიანი შინაარსის ტექსტებით, გვაიძულებს მინიმუმ, მელოდიის ტემპს ფეხის მოძრაობით ავყვეთ, მაქსიმუმ კი თავდავიწყებით ვიცეკვოთ. ამ ულამაზესმა ჟანრმა, კარგა ხანია დაიპყრო მსოფლიო მუსიკალური სცენა. „FM ფანტაზიებში“ გავიხსენოთ განსაკუთრებით საინტერესო, მნიშვნელოვანი და უბრალოდ, ყველა დროის საყვარელი ლათინური ჰიტები, რომლებიც უდავოდ აგიმაღლებთ განწყობას ამ უქმეებზე...