ტაბუდადებული სიმღერები

07 ნოემბერი 2022, 12:07 2720 ნახვა

ტაბუდადებული სიმღერები

ისტორიაში იყო პერიოდები, როცა ტაბუდადებული სიმღერები ნებადართულზე მეტად გავრცელებულან. ხანდახან სიმღერები, რომლებიც წლების განმავლობაში ცენზურის ქვეშ ხვდებოდნენ, სრულიად „უდანაშაულონი“ იყვნენ, რის გამოც მსმენელთა დაჟინებულ ინტერესს იწვევდნენ, რატომ „ამოიღეს“ ისინი საერთოდ?! იყო შემთხვევები, როცა მკაფიოდ პოლიტიკური გზავნილის მქონე მელოდიები მაუწყებლის შიშის საფუძველზე განმარტების გარეშე იბლოკებოდა - რა მოხდებოდა თუკი მუსიკა მასების გაღიზიანებასა და პროვოცირებას გამოიწვევდა?! ასევე, უამრავი კომპოზიციის რადიოეთერებში დაბლოკვის მიზეზი მათი იმ პერიოდისათვის არასაკმარისი "წესიერება" იყო. სკანდალური სიმღერები, ტექსტებით სექსზე, პოლიტიკაზე, ნარკოტიკებზე, ძალადობასა და რელიგიაზეც კი, წლობით იკარგებოდნენ რადიო-ტალღებიდან. თუმცა, მეორე მხრივ, შეზღუდვა მათ უფრო მეტად მოთხოვნადს ხდიდა.