ჯონსონი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას პირდება

05 ივლისი 2022, 11:03 754 ნახვა

უელსისა და შოტლანდიის მთავრობებმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ განცხადება გააკეთეს. 

„უელსის მთავრობამ 35 მილიონი ფუნტი გამოუყო უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის - განაცხადა ბორის ჯონსონმა და აღნიშნა, რომ  შოტლანდია და უელსი მზად არიან თავშესაფარი მისცენ  9  ათას უკრაინელ ლტოლვილს.  ახლახან ვესაუბრე შოტლანდიის პირველ მინისტრს ნიკოლა სტურჯენს სამხედრო დახმარების შესახებ. მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას 65 მილიონი ფუნტის გამოყოფისთვის და იმის მზაობისთვის, რომ უკრაინელი ლტოლვილები მიიღოს - აცხადებს  ჯონსონი.  

ბრიტანეთის პრემიერმა  ხაზგასმით განაცხადა, რომ პუტინის შეჩერება თუ არ მოხდება უკრაინაში, ის ახალ სამიზნეებს მოძებნის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი