რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქსა და დედაქალაქზე დრონებით თავდასხმა განახორციელა 

10 თებერვალი 2025, 14:03 127 ნახვა

უკრაინის  ჩრდილო-აღმოსავლეთში  მდებარე ქალაქ სუმიზე რუსეთმა დრონებით თავდასხმა განახორციელა. ჰოსპიტალიზებულია 38 წლის ქალი - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა იჰორ კალჩენკომ. მისი თქმით,  თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხუთი სახლი. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. 

თავდასხმის შედეგად მაღალსართულიანი შენობის წინ გაჩერებულ ათობით მანქანას ხანძარი გაუჩნდა.  ღამით რუსეთმა დრონებით შეუტია  დედაქალაქს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ერთსართულიან შენობაში, სადაც სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა. 

სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 139 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 67 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 71 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში