ტრამპმა ბლინკენს და სალივანს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა

09 თებერვალი 2025, 14:50 197 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ტრამპმა საიდუმლო მასალებზე წვდომა შეუჩერა ბაიდენის ადმინისტრაციის გენერალური პროკურორის მოადგილეს, ლიზა მონაკოს, რომელმაც ხელი შეუწყო კაპიტოლიუმზე 6 იანვარს განხორციელებული შტურმის საქმეზე სახელმწიფო დეპარტამენტის რეაგირების კოორდინაციას.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა და მისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ბრიფინგები შეწყვიტა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში