კიმ ჩენ ინი აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის გამო კონტრზომების მიღებით იმუქრება

09 თებერვალი 2025, 17:01 368 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და ხალხი ყოველთვის მხარს დაუჭერენ და წაახალისებენ რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან საქმეს: დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

კიმ ჩენ ინმა გააკრიტიკა სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის და განაცხადა, რომ ეს რეგიონში დაძაბულობას ზრდის. როგორც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, მიიღებს საპასუხო ზომებს, მათ შორის, ბირთვული ძალების განვითარების კუთხით.

კიმ ჩენ ინის მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან სერიოზულ გამოწვევას უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.

„კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას არ სურს რეგიონული სიტუაციის ზედმეტი დაძაბულობა, მაგრამ მიიღებს მდგრად საპირისპირო ზომებს რეგიონული სამხედრო ბალანსის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში