კოსოვოს საპარლამეტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

10 თებერვალი 2025, 09:09 99 ნახვა

პრიშტინის ქუჩებში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.  ალბანეთის დროშებით ხელში მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი კურტისთან ერთად დედაქალაქის მთავარ მოედანზე მივიდა, სადაც პრემიერმა არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შესახებ განაცხადა. 

კურტიმ პირობა დადო, რომ შექმნის ახალ მთავრობას, თუმცა არ უხსენებია იქნება ის კოალიციური თუ არა. ეგზიტპოლისა და პარტიული ხმების დათვლის შედეგად კოსოვოს მმართველ პარტიას მთავრობის ფორმირებისთვის სავარაუდოდ სხვა პარტიებთან მოუწევს კოალიცის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. 

კოსოვოს საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო შედეგების გამოქვეყნება კვირას, რადგან მისი პროგრამული უზრუნველყოფა გათიშული იყო და ისინი ხელით შეაგროვებენ მონაცემებს და ორშაბათს დილით გამოაქვეყნებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში