ტრამპი მასკს განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების შემოწმებას ავალებს

10 თებერვალი 2025, 11:44 197 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ  ილონ მასკი სავარაუდოდ მილიარდობით დოლარის თაღლითობასა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტებს გამოავლენს  პენტაგონში აუდიტის დროს, რომელსაც მილიარდერი უხელმძღვანელებს. 

„ჩვენ ვიპოვით მილიარდობით, ასობით მილიონი დოლარის თაღლითობისა და თანხების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს“, - თქვა ტრამპმა ყველაზე დიდ ფედერალურ დეპარტამენტზე. პენტაგონის ბიუჯეტი წელიწადში  ტრილიონ დოლარს უახლოვდება.

დეკემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც თავდაცვის ხარჯებზე 895 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ფინანსური წლისთვის, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება. მასკს, რომელიც თეთრი სახლის თქმით, არის სპეციალური სახელმწიფო მოხელე, ტრამპმა დაავალა, უხელმძღვანელოს აშშ-ის საჯარო მოხელეების შემცირება. ამ ინიციატივის ფარგლებში მასკის თანაშემწეები ცდილობდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების კომპიუტერულ სისტემებში კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის მიღებას.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მცდელობები უკანონოა, რადგან კონგრესის თანხმობის გარეშე რისკის ქვეშ დგება საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება  და  ფაქტობრივად  მთელი სააგენტოების განადგურება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში