აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სჯერა აშშ პროგრესს მიაღწევს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მოლაპარაკებებზე, თუმცა უარი თქვა დეტალებისა და ნებისმიერი კომუნიკაციის გახმაურებაზე, რომელიც მას რუსეთის პრეზიდენტთან ჰქონდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა მიუთითა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა პუტინთან, რაც პირველი ოფიციალურად აღიარებული საუბარია პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის 2022 წლის დასაწყისიდან.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას პუტინთან საუბარი მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა 20 იანვარს თუ მანამდე, ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ რომ ბევრ საუბარს ელოდება.