სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა იტალიის ალპებში მთის მყინვარის ნაწილის ჩამოშლის შედეგად. ოთხის ვინაობა უკვე დადგენილია, სამი იტალიის, ხოლო ერთი ჩეხეთის მოქალაქეა.
მყინვარის ჩამოშლის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, 16 კი დაკარგულად ითვლება.
მათ შორის იტალიის, გერმანიის, ჩეხეთისა და რუმინეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ადგილობრივები მყინვარის ნაწილის ჩამოშლას ზაფხულში მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.