ქობულეთის საკრებულოს სხდომა

25 მაისი 2022, 14:14 1199 ნახვა

ქობულეთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულომ მერიას უფლება მისცა საკურორტო სეზონზე პლაჟზე და ცენტრალურ ქუჩებზე უძრავი ქონება განკარგოს, მოიჯარეებს წელსაც უფლება ექნებათ სეზონური სამუშაოები განახორციელონ. საკითხი საკრებულოს წევრებს ქობულეთის მერის მოადგილემ გააცნო.

ასევე, სხდომაზე, გახარია საქართველოს პარტიის წევრებმა დღის წესრიგის გარეშე წარადგინეს,მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემა, ისაუბრეს ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარების აუცილებლობაზე. დღესვე ქობულეთის მერიის ა(ა)იპ და შპს ხელმძღვანელებმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

საკრებულოს სხდომას, ბოიკოტის ნიშნად ფრაქცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ესწრებოდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი