ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში, იმერეთში სამეგრელოსა და გურიაში დააკავეს, მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები, დაკავებულთა უმეტესობა ნასამართლევია.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.