საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სასაზღვრო სექტორ "კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.