დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ

06 თებერვალი 2025, 10:24 105 ნახვა

დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ცვლილებების მიხედვით, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის, რაც გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში.

კანონმდებლობას ასევე დაემატება ახალი ნორმა - სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში