მმართველი გუნდი გამკაცრებულ კანონებზე

05 თებერვალი 2025, 17:55 91 ნახვა

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც სახელისუფლებო პარტია დაჩქარებული წესით იხილავს, 80 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება და სპონტანური შეკრების დროს თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება სავალდებულო ხდება.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში