ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და სახლებს სახურავები გადახადა

12 აპრილი 2022, 11:03 846 ნახვა

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქობულეთში, სადაც გვიან ღამით ქარბორბალა იყო.   ძლიერმა ქარმა რუსთაველის და ვერულიძის ქუჩებზე ქარმა ორ  საცხოვრებელს  სახურავი გადახადა.

დაზიანდა საცხოვრებელ კორპუსთან მდგარი ავტომობილებიც, რომლებსაც სახურავიდან გადმოყრილი თუნუქის ფირფიტების  ნაწილები დაეცა. ქარის შედეგად წაქცეულმა  ხეებმა კი გზები ჩახერგა. მუნიციპალიტეტის გარკვეულ ნაწილს შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია. 

ქარმა სახურავი დაუზიანა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს დაბა ჩაქვშიც.  მერიის შესაბამისი სამსახურები  დღეს დაითვლიან ზარალს.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი