რუსეთი მსოფლიოს ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა

08 მარტი 2022, 18:08 1311 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის  გამო პროტესტის ნიშნად რუსეთი  230 უცხოურმა კომპანიამ დატოვა. ბრიტანული ნავთობკომპანია "შელი" (Shell) რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს. რუსული პროექტებიდან "შელი" ეტაპობრივად გავა. პირველი ნაბიჯით კი, შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და კომპანია დახურავს რუსეთში არსებულ მომსახურების სადგურებსა საავიაციო საწვავის წარმოებას. კომპანია ასევე ბოდიშს იხდის, გასულ კვირას განხორციელებული შენაძენისთვის. ნავთობკომპანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. იმ დროს ამის გამო, "შელი" უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მკაცრად გააკრიტიკა. რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს კომპანია ბრიტიშ პეტროლიუმიც (British Petroleum). უკრაინაში ომის დაწყების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთის ეკონომიკასა და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულებს. აშშ-ის კონგრესი უკვე მიმდინარე კვირას კანონპროექტის მიღებას გეგმავს რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის შესახებ. ვაშინგტონი რუსული ნავთობის  ვენესუელურით ჩანაცვლებას აპირებს.იაპონიამ  სანქციები დაუწესა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებსა და კომპანიებს. შავ სიაში კრმლის პრეს-სპიკერი, ჩეჩნეთის ლიდერი და რამდენიმე რუსი ოლიგარქია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში