სუმში ევაკუაციის დერეფანი გაიხსნა 

08 მარტი 2022, 13:33 1042 ნახვა

ქალაქ სუმში ევაკუაციის დერეფანი  გაიხსნა. რეინტეგრაციის მინისტრის  ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ცეცხლი დროებით შეწყვეტილია.  ევაკუაციის კორიდორი უკრაინის, რუსეთისა და წითელი ჯვრის შეთანხმებით გაიხსნა.

ეს ამ დროისთვის ერთადერთი მოქმედი ჰუმანიტარული კორიდორია, რომელზეც უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ.

სუმიდან ევაკუაცია მხოლოდ ერთი მარშრუტით მიმდინარეობს: სუმიდან ქალაქ პოლტავას მიმართულებით. ცეცხლი კი ამ გზაზე დილის 9 საათიდან შეწყდა.

მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, კორიდორი საღამოს 9 საათამდე იფუნქციონირებს.

ბოლო მონაცემებით სუმის დაბომბვის შედეგად 21 პირი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი