დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის 230 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფა გამოაცხადა - ამის შესახებ ბორის ჯონსონმა კანადის და ნიდერლანდების პრემიერმინისტრებთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"უკრაინის ჩვენი ახალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას გრძელვადიანი და ურყევი დახმარების გაწევისთვის ახლა და მომავალში, და ჩვენ მოვუწოდებთ უფრო მეტ ქვეყანას, შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 12 დღის განმავლობაში აშკარა გახდა,რომ პუტინმა, სწორად და სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელები, მათი გმირული წინააღმდეგობა, ასევე სათანადოდ ვერ შეაფასა მათი ლიდერი და დასავლეთის ერთიანობა.