ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის, არასდროს იქნება შავი ლაქები - ზელენსკი

07 მარტი 2022, 14:23 844 ნახვა

ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არასდროს იქნება შავი ლაქები.  უკრაინის დროშა არის მიწა - მშვიდობიანი, ნაყოფიერი და ტანკების გარეშე. ეს ცაა მშვიდობიანი — ნათელი, ლურჯი, რაკეტების გარეშე. ასე იყო და ასეც იქნება - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან „ცის გაწმენდას“ ან თვითმფრინავებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ელოდება. 

ზელენსკის თქმით, მტერი უკვე დაღლილი და დემორალიზებულია. 

„კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ? რით განსხვავდება ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებთაგან? ჩვენ გადაწყვეტილებას ველით – ცის გაწმენდა ან ძალა, რომელიც გაგაჩნიათ, მოგვეცით თქვენი საბრძოლო თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები, რომლებიც საჭირო ძალას მოგვცემდა. ეს დახმარებაა, მსოფლიომ არამხოლოდ უკრაინას უნდა გაუწიოს, არამედ საკუთარ თავსაც. რათა დავამტკიცოთ, რომ ადამიანობა მალე გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებს უკრაინის ქალაქ ირპენის, ბუჩის, გოსტომელის და კიდევ მრავალი სხვა ქალაქის მოსახლეობას ტყვედ ჰყავს აყვანილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი