რუსებმა ვინიცას აეროპორტი დაბომბეს. მაშველებმა ნანგრევებიდან 6 დაჭრილი და 9 დაღუპული ამოიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 4 სამხედროა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე 143 მაშველი და 23 ტექნიკა მუშაობს.