უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 364 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 25 ბავშვი დაიღუპა - გაერო

07 მარტი 2022, 10:33 908 ნახვა

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, მინიმუმ 364 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 25 ბავშვი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში დაშავდა 759 მშვიდობიანი მოქალაქე.

რაც შეეხება მიგრაციას. გასული 10 დღის განმავლობაში უკრაინა 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია. ასევე პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პოლონეთში უკრაინიდან 922,4 ათასი ადამიანი გადავიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი