უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

07 მარტი 2022, 10:17 999 ნახვა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება. შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ისევ უცნობია.

 პირველი ორი შეხვედრა კონკრეტული შედეგის მომცემი არ აღმოჩნდა, ცეცხლი ისევ არ შეწყვეტილა. 

ბოლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება, თუმცა  მოლაპარაკების ეს პუნქტი მალევე დაირღვა.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა და ის 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

რუსეთი უკრაინაში ზუსტად 12 დღის წინ შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი