ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დახურვა ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რაც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს.
„ეს ნიშნავს, რომ ნატოს ავიაცია ესვრის რუსულ თვითმფრინავებს, ეს ნიშნავს ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში... ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ საკუთარი მოსახლეობა“-განაცხადა ბერბოკმა.