ოდესა თავდასხმის მოლოდინშია. ქალაქიდან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს „შავი ზღვის საერთაშორისო ქსელის“ ხელმძღვანელი დაუკავშირდა. ოლეგ რუბელი, ისევე როგორც მთელი უკრაინა, ნატოსგან რისკების გაცნობიერებას და საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქალაქში პორტთან უმსხვილესი ქიმიური ქარხანაა განთავსებული და პუტინის მიერ დაგეგმილი საომარი მოქმედებები მასობრივი განადგურების რისკს ქმნის.