Google-მა რუსეთში თავის სერვისებზე რეკლამის გაყიდვა შეაჩერა. ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
Google-მა ასევე გამოაცხადა, რომ კრძალავს რუსული სახელმწიფო მედიის რეკლამების გაშვებას და მონეტიზაციას მის ყველა სერვისზე, მათ შორის YouTube-ზე, რადგან მათ ესკალაცია გაუწიეს რუსეთ-უკრაინის ომს.
Google-ის გადაწყვეტილებით იგი მხარს უჭერს უკრაინას და ამის გამოსახატავად შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.
„გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ ვაჩერებთ Google Ads-ს რუსეთში. სიტუაცია სწრაფად ვითარდება და ჩვენ ვიმოქმედებთ საჭიროებისამებრ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ შეჩერება ასევე იმოქმედებს YouTube ვიდეო ჰოსტინგზე.