ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო 

04 მარტი 2022, 10:25 1144 ნახვა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია, - ამის შესახებ ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო წერს. 

მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე რადიაციის მაჩვენებლებში ცვლილებები არ შეინიშნება.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსი სამხედროები ელექტროსადგურზე მეხანძრეებს არ უშვებდნენ. 

ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურს რუსები აკონტროლებენ. პარალელურად კი სადგურის თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, ზაპოროჟიესთან ქალაქ ენერგოდარში, ატომურ ელექტრო სადგიურზე ხანძრის გაჩენის ფაქტის გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სადგურთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი