ჩერნიგოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ავიაციის იერიშის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია სულ მცირე 18 ადამიანი.
ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახური ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ძლიერი დაბომბვის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩერნიგოვში რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად 22 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.