ომი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - ვლადიმერ პუტინი

03 მარტი 2022, 21:07 752 ნახვა

სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია სწორედ ნეონაცისტებს ებრძვის. ნეონაცისტები უკრაინაში მძევლად იყვანენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. არსებობს ობიექტური მონაცემები უკრაინაში ნაციონალისტებისა და ბანდიტების მიერ მძიმე ტექნიკის განთავსების თაობაზე საცხოვრებელ კორპუსებში. უკრაინაში არიან უცხოელი დაქირავებულები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა, ასევე განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები "ერთი ხალხია" და აღნიშნა, რომ ის დასავლეთის მიერ შექმნილ "ანტირუსეთს" გაანადგურებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი