უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს გაერო -ში საქართველოს მუდმივმოქმედი ელჩი. კახა იმნაძის თქმით, რეზოლუციის მიღებამდე, გაერო-ში დებატები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მხარდაჭერა, რაც უკრაინის რეზოლუციამ მიიღო, უპრეცედენტოა. განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმაც: „საქართველო გაერო-ს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,” – აცხადებს დავით ზალკალიანი.