ომის მერვე დღე - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

03 მარტი 2022, 12:17 729 ნახვა

საოკუპაციო ჯარებმა, ღამით, კვლავ მიმართეს დიდი ქალაქების საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ტაქტიკას, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ვოლინის მიმართულებით რუსეთი აგრძელებს საჩვენებელი მოქმედებების განხროციელებას სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

დამპყრობლები ცდილობენ, მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთ გარეუბანს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს ჩერნიგოვში, ნიჟინში, სუმში, ლებედინში, ახტირკაში.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მე-14 საარმიო კორპუსის მე-200 ბრიგადის ძალები, რომლებმაც დაკარგეს ჯავშანტრანსპორტიორების ნაწილი, ახდენენ გადაჯგუფებას და ცდილობენ წინსვლას ბროვარისა და კიევის მიმართულებით. კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები განიცდიან მტრის სარაკეტო და საარტილერიო შეტევებს“, – ნათქვამია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

უკრაინული მედიის ცნობით,  ომის მე-8 დღეს, რუსეთი შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან დანაკლისს განიცდიან.

- დაიღუპა დაახლოებით 9 ათასი რუსი ჯარისკაცი.

- განადგურდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 217 ტანკი და 900 ჯავშანმანქანა.

- ჩამოგდებულია 30 თვითმფრინავი და 31 ვერტმფრენი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი