რუსეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია - კულება

02 მარტი 2022, 15:37 910 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია

„პრინციპში, რუსეთის მოთხოვნები უცვლელი რჩება: ეს არის საკითხები, რომლებზეც პუტინმა ომის დაწყებამდე თავის სიტყვაში ისაუბრა. ახლა მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, დიპლომატიისთვის, თუმცა არ მივიღებთ არანაირ რუსულ ულტიმატუმს. როდის შედგება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ჯერჯერობით უცნობია“, - ამბობს დმიტრო კულება.

კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კი რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს ჩავა.

მისი თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელად კვლავ პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი რჩება. აქვე პესკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების თარიღთან დაკავშირებით არსებობს „ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გარკვეული ელემენტი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი