რუსეთმა შვეიცარიაში რეგისტრირებულ თვითმფრინავებს მის საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა - „როსავიაცია''

01 მარტი 2022, 12:37 893 ნახვა

რუსეთი შვეიცარიის მიერ ფრენის შეზღუდვაზე დაწესებულ სანქციებს ადეკვატური ზომებით უპასუხებს, – ამის შესახებ განცხადებას „სიენენი“ „როსავიაციის“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა შვეიცარიაში რეგისტრირებულ თვითმფრინავებს მის საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა.

''ეს ნაბიჯი იყო შურისძიება შვეიცარიის მსგავსი ნაბიჯის მიმართ'' - ნათქვამია განცხადებაში.

შვეიცარიამ საჰაერო სივრცე დაუხურა რუსულ ხომალდებს. მათ შორის ჩარტერულ თუ კერძო თვითმფრინავებს. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი რეისები.

რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, საჰაერო სივრცე დაუხურა კიდევ 36 ევროპულმა ქვეყანამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში