უკრაინის კომუნიკაციების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელმა ოპერატორებმა დაბლოკეს რუსული ნომრების მქონე ტელეფონებზე წვდომა მათ ქსელში.
უკრაინის ტერიტორიაზე შემოსულ რუს სამხედროებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გაუძნელდათ.
უწყების ცნობით, შეზღუდვების შემდეგ საოკუპაციო ძალები სულ უფრო ხშირად ართმევენ უკრაინელ მოქალაქეებს ტელეფონებს.
"მოვუწოდებთ უკრაინელებს, რომელთაც მობილურები რუსებმა ჩამოართვეს, რაც შეიძლება მალე აცნობონ ოპერატორს და სთხოვონ დაბლოკონ მოპარული ტელეფონი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - მოუწოდებს სახელმწიფო უწყება მოქალაქეებს.