გადავწყვიტეთ, მივიღოთ ყველაზე მკაცრი ეკონომიკური ზომები პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ, ის უნდა დამარცხდეს - ჯონსონი

28 თებერვალი 2022, 13:49 929 ნახვა

გადავწყვიტეთ, მივიღოთ ყველაზე მკაცრი ეკონომიკური ზომები პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ, ის უნდა დამარცხდეს, - განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააკეთა.

„დღეს დილით ჩვენ რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემისგან კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოვათავსეთ. ჩვენს პარტნიორებთან და „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვმუშაობთ. გადავწყვიტეთ, მივიღოთ ყველაზე მკაცრი ეკონომიკური ზომები პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ იმ საზიზღარი კამპანიის გამო, რომელიც მან უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. პუტინი უნდა დამარცხდეს“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში