ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 54 მილიონ დოლარ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს.
"შეერთებული შტატები უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული დონორია და ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება დაახლოებით 405 მილიონ დოლარს მოიცავს 8 წლის წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზარალებულთათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და სერიოზულ საფასურსა და შედეგებს აკისრებს რუსეთს, რათა მას პასუხი აგებინოს თავისი არჩევანით დაწყებულ ომზე. ამის შესახებ ნათქვამია კი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მდივნის ენტონი, ბლინკენის დიდი შვიდეულისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და ვაკისრებთ სერიოზულ საფასურსა და შედეგებს, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ მის მიერ არჩეულ ომზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვაღიარებთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გმირობას“, – ნათქვამია განცხადებაში.