ხელში ჩავიგდეთ რუსი ოკუპანტების საიდუმლო მონაცემები - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 

27 თებერვალი 2022, 14:29 2698 ნახვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხელში ჩაიგდეს რუსი ოკუპანტების საიდუმლო მონაცემები. მათ შორის სახელები, შიფრები, პაროლები, საბრძოლო მოქმედების გეგმა და ასევე თავდასხმის გზები. უწყების განმარტებით, უკრაინელმა სამხედროებმა მონაცემები გოსტომელთან რუსული საოკუპაციო ძალების მოიგერიეს შმდეგ მოიპოვეს. 

"ახლა უკრაინის სპეცსამსახურმა და შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს რუსი დამპყრობლების სახელები, ასევე აგრესორი ქვეყნის მიერ გამოყენებული ფარული პაროლები და შიფრები. ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ მტრის იმ საუბრების არსი, რომელიც მოვიპოვეთ", - აცახდებენ ისინი.

ამ დოკუმენტებს უკრაინული მხარე სასამართლოშიც გამოიყენებენ, იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი